(თბილისი, 1 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას ქალაქ რუსთავში 2 ნოემბერს მოსახლეობასთან ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაში ამხელს.
“ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების ფორმაში იქნებიან ჩაცმულნი 2 ნოემბერს შეეცდებიან ხალხთან კონფლიქტის შექმნას. ჩვენ მოუწოდებთ ამ პარტიას ხელი აიღოს მსგავსი ქმედებისგან”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში მითითებული არ არის, თუ რომელი ოპოზიციური პარტია აპირებს მსგავი ქმედების ჩადენას.