(თბილისი, 1 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შენობაში დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ქალაქ რუსთავში საოლქო საარჩევნო კომისიის ბლოკირება მოახდინეს. ისინი აპროტესტებდნენ საარჩევნო უბნებში საოლქო კომისიის მიერ ამომრჩეველთა ბიულეტენების გადაგზავნას და აცხადებენ, რომ კომისიას ბიულეტენების გადაგზავნის უფლება არ ჰქონდა, რადგან ამომრჩეველთა სიებში 20 ათასი ცდომოლებაა დაფიქსირებული და არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის მამუკა ნიკოლაიშვილის განმარტებით, მას კანონი არ დაურღვევია, როდესაც უბნებზე ბიულეტენების გაცემის ბრძანებულება გასცა. “მე კანონი არ დამირღვევია. მქონდა უფლება ბიულეტენების გამეცა. თუ მათ ეს უკანონოდ ეჩვენებათ, მაშინ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს”, – განაცხადა მამუკა ნიკოლაშვილმა.
საოლქო კომისიაში მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოები, თუმცა მათ შენობაში ნაციონალური მოძრაობის წვერები არ უშვებენ. ამჟამად რუსთავში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანია ჩასული, რომელიც საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა რუსთავში არჩევნების გადადების აუცილებლობის შესახებ განაცხადება 31 ოქტომბერს გააკეთეს, როდესაც ამომრჩეველთა სიებში 20 ათასი ცდომილება დაფიქსირდა. არჩევნების გადადების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოიტანოს, თუმცა ედუარდ შევარდნაძის თქმით, ამის საჭიროება არ არის.