სასამართლო ბურჯანაძის საკითხს აღარ განიხილავს

(თბილისი, 1 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქუთაისის საოლქო სასამართლო აღარ განიხილავს სარჩელს ოპოზიციურ ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერის, ქუთაისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოში მისმა ოპონენტმა სახელისუფლებო ბლოკიდან დოდო შელიამ შეიტანა 31 ოქტომბერს.

სარჩელის განხილვა ქუთაისის საოლქო სასამართლოში დღეს იყო დაგეგმილი. მოსარჩლე მხარე ნინო ბურჯანაძეს წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ავტომანქანით და დაცვით სარგებლობაში ადანაშაულებდა, რაც კანონით იკრძალება.
 
დოდო შელიას განცხადებით, მან თავისი სარჩელი სასამართლოდან იმის გამო გაიტანა, რომ ქალაქში არ დაძაბულიყო სიტუაცია და არ მომხდარიყო დესტაბილიზაცია არჩევნების წინა დღეს, რადგან ბურჯანაძის მომხრეები საპროტესტო აქციებს გეგმავდნენ ქუთაისში.

Exit mobile version