(თბილისი, 31 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს 400 დამკვირვებელთან ერთად თბილისში თავიანთი ორგანიზაციის ცენტრალური ოფისდან (ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა) მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირისაკენ, მოთხოვნით “ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები”. აქცია დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა.
სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლების თქმით, მსვლელობის მიზანი დამკვირვებლების და ასევე მთელი საქართველოს მოსახლეობის პოზიციის გამოხატვაა, რათა 2 ნოემბერს არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.
ერთი თვის წინ სამართლიანი არჩევნების ინიციატივით დაიწყო მოქალაქეთა გაწევრიანება ორგანიზაციაში, რომლებმაც არჩევნების დღეს დამკვირვებლად მუშაობის სურვილი გამოთქვეს. ორგანიზაციას 2 ნოემბრის არჩევნებზე 3000 დამკვირვებელი ეყოლება.