დეპუტატობის კანდიდატი გაძარცვეს

(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “აღორძინების” პარტიიდან თემურ გოგსაძე, რომელიც 29 ოქტომბერს გაუჩინარდა, დღეს დილით თავისი ფეხით დაბრუნდა პარტიის ოფისში.

მისი თქმით, მას ჭიათურისკენ მიმავალ გზაზე უცნობი პირები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და გაძარცვეს.

Exit mobile version