პრეზიდენტმა და აშშ-ის ნატოს კომიტეტის თავჯდომარემ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი შევარდნაძე 28 ოქტომბერს აშშ-ის ნატოს საკითხებზე მომუშავე კომიტეტის პრეზიდენტს ბრიუს ჯექსონს შეხვდა საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით.

სტუმარი მიესალმა საქართველოს მუშაობას იმ სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის მიმართულებით, რომლებიც ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ისახავენ მიზნად.

მისი განცხადებით, საქართველოს ინტეგრაცია ალიანსში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

ბრიუს ჯექსონმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის ივნისში სტამბულში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც კავკასიის ქვეყნების ნატოსთან ურთიერთობის პერსპექტივები იქნება განხილული.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის ჩვენ უნდა ვაკმაყოფილებდეთ ნატოს სტანდარტებს და მოთხოვნებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნატოს წევრი ქვეყანა გავხდეთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version