(თბილისი, 8 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) დღეს გამართულ სხდომაზე შეიმუშავა 2 ივნისის თბილისის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა მიერ მიცემულ ხმათა გადათვლის პროცედურა.
პროცედურის მიხედვით თავდაპირველად მოხდება ხმის მიცემასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის აღწერა, რის შემდეგეც დაიწყება თავად ხმების ხელახალი დათვლა.&ნბსპ;
ხმების გადათვლის პროცესში მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ პარტრტიის წარმოამადგენელი, რომლებმაც თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობდნენ, ასევე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცსკო-ს მიერ დღეს მიღებული პროცედურები მხოლოდ სოციალისტურმა პარტიამ გააპროტესტა.