(თბილისი, 3 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2 ივნისს ჩატარებულ ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებს უარყოფითად აფასებს.
არჩევნების პერიოდში შეიმჩნეოდა ყველა დარღვევა, რაც კი შეიძლება არსებობდეს: ამომრჩელევთა სია სრულიად მოუწესრიგებელი იყო, ხოლო თვით ხმის მიცემის პროცესი უმეტეს შემთხვევაში დარღვევებით მიმდინარეობდა, გადაცხადა დღეს “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა დავით ყიფიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს არჩევნები, სხვებთან შედარებით, უკეთესობით გამოირჩეოდა. მაგალითად, საარჩევნო კოდექსში შეტანილი იყო დადებითი ცვლილებები და საარჩევნო პროცესი მეტნაკლებად ღია და გამჭვირვალე იყო.
დავით ყიფიანი ვარაუდობს, რომ 2 ივნისის არჩევნები იმიტომ გამოირჩეოდა არაორგანიზებულობით, რომ მასში ხელისუფლებას არავითარი ინტერესი არ ჰქონდა.