(თბილისი, 14 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტით გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება.
მხარეები “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის გაგრძელებას, თავდაცვის სამინისტროში რეფორმების განხორციელებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან მიახლოების საკითხებს განიხილავენ.