(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი შევარდნაძე დღეს თავის რწმუნებულებს შეხვდება და რეგიონებში წინასაარჩევნო მზადების საკითხს განიხილავს.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენს სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” პერსპექტივები საპარლამენტო არჩევნებში.
8 ოქტომბერს დაგეგმილი იყო მთავრობის სხდომა, თუმცა შევარდნაძემ სხდომა გადადო და რწმუნებულები მოიწვია.
პარლამენტის თავჯდომარე და “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე მთავრობის სხდომაზე დასწრებას და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო სიტუაციის თაობაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავდა.
ბურჯანაძის განცხადებით, მთავრობის სხდომა სწორედ იმის გამო გადაიდო, რომ იგი აპირებდა დასწრებას.