შევარდნაძე მანიფესტაციებისა და ქუჩის აქციების შესახებ კანონის ამოქმედებას ითხოვს

(თბილისი, 6 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის მიერ 1997 წელს მიღებული კანონის “მანიფესტაციებისა და ქუჩის აქციების შესახებ” ამოქმედება მოითხოვა.

“არჩევნები კანონისა და კონსტიტუტიციის სრული დაცვით უნდა ჩატარდეს. პატივი უნდა ვცეთ იმ კანონებს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის არჩევნების დროს და შემდგომ პერიოდში”, – განაცხადა შევარდნაძემ 6 ოქტომბრის რადიოინტერვიუში.

კანონის თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებას ორი დღით ადრე უნდა ეცნობოს საარჩევნო კამპანიის ჩატარების თაობაზე.

Exit mobile version