ანტიკორუფციულმა საბჭომ კანონდარმღვევი 17 ჩინოვნიკი ამხილა

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ანტიკორუფციული საბჭოს ახალი შემადგენლობა დღეს საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს პირველად შეხვდა და საბაჟო და საგადასახადო სფეროში არსებული დარღვევების შესახებ დოკუმენტაცია წარუდგინა.

დიკუმენტში ასახულია დეტალური ინფორმაცია კანონდარღევევბის შესახებ და ასევე დასახელებულია 17 პიროვნება, რომელთაც უშუალოდ ედებათ ბრალი უკანონო ქმედებაში. დასახელებულთა შორის რამდენიმე მაღალჩინოსანი პიროვნებაცაა.

ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის კახა უგულავას განცხადებით, ყველა ეს მასალა უახლოეს პერიოდში გენერალური პროკურატურას გადაეცემა და აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version