(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთოშირო საზოგადოებამ 1 ოქტომბერს მედია-ბრიფინგი ჩაატარა, რომელიც არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მიეძღვნა.
“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, ამომრჩეველთა სიებით მანიპულირება არჩევნების გაყალბების ცნობილი მექანიზმია. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლების მიერ ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასა და გამჭვირვალობაზე ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო მათი დროული გამოქვეყნება და გადაავადა მათი გამოქვეყნების ვადა.
აღსანიშნავია, რომ ბეიკერის სქემით განისაზღვრა: “მთავრობა შეიმუშავებს ზუსტ და გამჭვირვალე ამომრჩეველთა ელექტრონულ საერეგისტრაციო სიებს, რომლებიც განთავსდება საარჩევნო უბნენსა და ინტერნეტში 1 სექტემბრამდე.”
“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, საარჩევნო ღონისძიებათა გადავადებით ფერხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დადგენილ ვადებში შესასრულებელი ღონისძიებები, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის შემდგომ საარჩევნო პროცედურებს.