ცსკო ოპოზიციის მიერ წარდგენილი საოლქო კომისიების თავმჯდომარეთა წინააღმდეგ საჩივრებს განიხილავს

(თბილისი, 1 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისია ყვარელის და თელავის საოლქო კომისიის თავმჯდომარეების წინააღმდეგ შემოსული საჩივრები განიხილა. სარჩელის ინიციატორები თავმჯდომარეების გადაყენებას ითხოვენ და ამის არგუმენტად სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ.

განხილვის შემდეგ ცსკო-ს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კომისიის წევრები ადგილზე გაეცნობიან შექმნილ ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

თელავის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის, ყვარელის კი გაერთიანებული დემოკრატების მიერ არიან წარდგენილნი.

ცსკო-მ საოლქო კომისიის თავმჯდომარეები 10 სექტემბერს დანიშნა. 75 კომისიის თავმჯდომარიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მხოლოდ 5-ია. დანარჩენი სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელია.

Exit mobile version