(თბილისი, 1 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და ქართველი სამართალდამცავების ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გასულ ღამეს გაათავისუფლეს ზუგდიდში გატაცებული რუსი ჯარისკაცი იგორ დერევიანიხი.
რიგითი დერევიანიხი ზუგდიდში ოთხმა შეიარაღებულმა პირმა 27 სექტემბერს გაიტაცა.