(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “შაჰ-დენიზის” გაზსადენის პროექტი ქვეყანას დიდ მოგებას მოუტანს – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის წარმატებით მიმდინარეობამ დააჩქარა მეორე მნიშვნელოვანი პროექტის “შაჰ-დენიზის” განხორციელების დაწყება. ამ პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ჩვენ უკვე შევძლებთ მომავალ ზამთარს აზერბაიჯანიდან 200-300 მლნ კუბამეტრი გაზის მიღებას, რაც თბილისს მოხმარდება” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ 29 სექტემბრის რადიოინტერვიუში.
მისი ინფორმაციით, ეს არ ნიშნავს რუსულ კომპანიებთან “გაზპრომთან” და “იტერასთან” თანამშრომლობის შეწყვეტას, არამედ საქართველო დამატებითი რაოდენობის გაზს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მთლიანი გაზიფიკაციის საკითხის მოგვარებას.