(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე გუშინ მოსკოვში გაემგზავრა, სადაც იგი “კავკასიის ოთხეულის” პარლამენტის თავჯდომარეთა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 29-30 სექტემბერს გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავჯდომარე სერგეი მირონოვი, სომხეთის პარლამენტის სპიკერი არტურ ბაგდასარიანი და აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარე მურთუზ ალესკეროვი.
შეხვედრის მონაწილენი, სავარაუდოდ, რეგიონალური კონფლიქტების პრობლემებს განიხილავენ.