გაიტაცეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე

(თბილისი, 26 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გაიტაცეს ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე მერაბ ლორთქიფანიძე.

ვანის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა ლორთქიფანიძის გატაცების ფაქტი, თუმცა, ინციდენტის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ვანის პოლიციის თანამშრომელთა განცხადებით, მერაბ ლორთქიფანიძე 24 სექტემბერს გაუჩანარდა.

Exit mobile version