(თბილისი, 25 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს ზემო სვანეთსა და სამეგრელოში გაემგზავრა.
პრეზიდენტის პრესმდივნის კახა იმნაძის განცხადებით, შევარდნაძე სვანეთში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის მსვლელობას გაეცნობა და ადგილობრივ მოსახლეობასთან სოციალურ პრობლემებს განიხილავს.