სტრასბურგის სასამართლო საქართველოში დაკავებული ჩეჩნების საქმეს განიხილავს

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 16 სექტემბერს გამართული მოსმენის შედეგად ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება განიხილოს იმ 13 ჩეჩენის მიერ შენატილი სარჩელი, რომლებიც 2002 წლის 3-5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე დააკავეს.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ სასამართლო შესაბამის ჯგუფებს გაგზავნის რუსეთსა და საქართველოში ჩეჩენი პატიმრებისა და მოწმეთა დასაკითხად და ჩვენებების ასაღებად.

ჩეჩნებმა ევროპის სასამართლოში სარჩელი 2002 წლის 4-9 ოქტომბერს შეიტანეს. 

მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და იარაღის უკანონო ტარებაში ედებათ ბრალი. 5 მათგანი, რუსეთის მოთხოვნით, რუსეთში იქნა ექსტრადირებული, ხოლო დანარჩენი საქართველოში იმყოფებიან.

Exit mobile version