(თბილისი, 19 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია არჩევნების დროს 2 ნოემბერს არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდეს ყაზარმული რეჟიმის გამოცხადება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყაზარმული რეჟიმის გამოცხადების დროს პოლიციელები ვერ შეძლებენ ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებში მისვლას და ხმის მიცემას. მათთვის გაიხსნება სპეციალური საარჩევნო უბნები, სადაც მაღალი რანგის პოლიციელების ზედამხედველობის ქვეშ მოუწევთ ხმის მიცემა”, – განაცხადა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ზურაბ ჟვანიამ.
მისი ინფორმაციით, საუბარია 40 ათასს პოლიციელზე, რომლებიც საკუთარ სურვილს არჩევნების დღეს ვერ გამოხატავს.