(თბილისი, 19 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამშრომლობის (დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერებმა დღეს იალტის სამიტზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობას ითვალისწინებს.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს “ინტერფაქსის” ცნობით, ეკონომიკური თანამშრომლობა ითვალისწინებს თავისუფალი სავაჭრო ზონის ფორმირებას, ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ასევე უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფას.
პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელიც ასევე მონაწილეობს იალტის სამიტში, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი მიესალმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას დსთ-ის ფარგლებში.