აფხაზი მძევალი გაათავისუფლეს

(თბილისი, 18 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ენგურის ჰიდროელექტროსადგურის თანამშრომელი, ეროვნებით აფხაზი, რომელიც 16 სექტემბერს შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, დღეს გაათავისუფლეს.

17 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა და სადგურის თანამშრომლის გათავისუფლება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროსადგურის გათიშვით იმუქრებოდა.

თუმცა, გათავისუფლების შედეგად, აფხაზურმა მხარემ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება.

Exit mobile version