ჰეიდი ტალიავინი სერგეი შამბას შეხვდა

(თბილისი, 18 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში ჰეიდი ტალიავინმა 17 სექტემბერს სოხუმში აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილეს.  

“იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გარკვეულ შედეგებს მივიღებთ ქართული-აფხაზური შეხვედრიდან [რომელიც 23 სექტემბერს თბილისში გაიმართება], აფხაზეთი უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას და შემდგომი ომი აფხაზეთსა და საქართველოს შორის გამოირიცხება”, – განუცხადა შამბამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტოს “აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზური მხარე სერიოზულად ემზადება ქართული-აფხაზური შეხვედრისთვის, რომელზეც უსაფრთხოების გარანტიებისა და ომის განახლების თავიდან აცილების საკითხები უნდა განიხილონ. 

Exit mobile version