(თბილისი, 18 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლევან მამალაძემ 17 სექტემბერს დატოვა ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტი, რათა სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” საშუალებით დეპუტატად იყაროს კენჭი.
სავარაუდოდ, მამალაძე სახელისუფლებო ბლოკის მიერ წარმოდგენილ დეპუტატობის კანდიდატთა სიის სათავეში მოექცევა.