შევარდნაძე იალტის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

(თბილისი, 18 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს იალტაში მიემგზავრება, სადაც იგი დსთ-ის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილენი მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

მოსალოდნელია, რომ შევარდნაძე სამიტზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხს დააყენებს.

დღესვე პრეზიდენტი თავის სომეხ და უკრაინელ კოლეგებთან გამართავს პირისპირ შეხვედრებს.

Exit mobile version