სახელისუფლებო ბლოკი დეპუტატობის კანდიდატთა სიებზე კვლავ ვერ თანხმდება

(თბილისი, 17 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკმა “ახალი საქართველოსთვის”, რომელიც 15 პარტიასა და მოძრაობას აერთიანებს, დღეს კვლავ ვერ მიაღწია შეთანხმებას დეპუტატობის კანდიდატთა სიებთან დაკავშირებით.

ბლოკის თითოეული პარტია და მოძრაობა სიის დასაწყისში ითხოვს ადგილს, რათა დეპუტატთა მანდატები მოიპოვონ.

სიის დასაწყისში მოხვედრა მათ დეპუტატობის შანსებს უზრდის, იმ შემთხვევაში თუ პარტია ან ბლოკი 7%-იან ბარიერს გადალახავს.

Exit mobile version