ავღანეთისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი დღეს თბილისში შემოვიდა

(თბილისი, 16 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროპიდან ავღანეთისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ავტოკოლონა დღეს თბილისში შემოვიდა. ჰუმანიტარული ტვირთის გადატანა ტრასეკას პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს.

“ეს აქცია, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანა და კომპანია მონაწილეობს, ჩვენი ქვეყნის სერიოზულ წარამტებად მიმაჩნია. ევროკავშირს სწორედ საქართველოს გავლით შეუძლია უმოკლესი მარშრუტით დაუკავშირდეს  ცენტრალურ აზიას და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ავღანეთისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის  გადაზიდვა კომპანია “დაიმლერ კრაისლერის” დახმარებით ხორციელდება. 15 სექტემბერს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული გემი ფოთის პორტში შემოვიდა.

Exit mobile version