“ბურჯანაძე-დემოკრატებმა” დაასრულეს კონსულტაციები გაერთიანებასთან დაკავშირებით

(თბილისი, 16 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბურჯანაძე-დემოკრატების” ბლოკმა უკვე დაასრულა კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ცალკეულ პირებთან. ამის შესახებ განცხადება ბლოკის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა.

“უკვე დასრულებულია ბლოკში კონსულტაციები და ახალ პარტიებთან გაერთიანების პროცესი დამთავრებულია. ახლა დარჩა არჩევნების სამართლიანად ჩატარება. როგორც შევთანხმდით, ოპოზიცია ეცდება ერთმანეთის ხმების დაცვას”, – განაცხადა დღეს ბლოკის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ამ განცხადებამდე “ბურჯანაძე-დემოკრატების” ბლოკს ტრადიციონალისთა პარტია შეუერთდა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება კვირის ბოლოს გაკეთდება.

Exit mobile version