შევარდნაძე თავისი ლიტველი კოლეგის ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ

(თბილისი, 15 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტის როლანდას პაქსასის ვიზიტს. მისი თქმით, ამ ვიზიტს  მნიშვნელოვანი და ისტორიული საფუძველი აქვს.

“ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ორი ქვეყნის თანამშროლობა და ამ მიმართულებით ახალი ეტაპის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. დიდი მნიშვნელობა ექნება ასევე ამ ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ჩრდილოატალანტიკურ კავშირში გაწვერიანებისთვის, რაც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ამისათვის ჩვენი ქვეყანა ყველა პირობას ასრულებს”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

ლიტვის პრეზიდენტი თბილისში გასულ კვირას სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ოფიციალური შეხვერდების შემდეგ მან მოინახულა ისტორიული ქალაქი მცხეთა და კახეთის რეგიონი.

Exit mobile version