(თბილისი, 15 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე აბდულა გიული დღეს თბილისში ჩამოდის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით.
აბდულა გიული შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრ მალხაზ კაკაბაძესთან.