(თბილისი, 8 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო ენერგოკომპანია “იტერამ” საქართველოს დავალიანების გამო გაზის მიწოდება კვლავ შეუწყვიტა.
“იტერა” აგვისტოში მოხმარებული გაზის საფასურის, რაც 280 000 დოლარს შეადგენს, გადახდას მოითხოვს.
ენერგოკომპანია “იტერა” ამჟამად გაზის ერთადერთი მომწოდებელია საქართველოში. მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიამ უკვე სამჯერ შეუწყვიტა ქვეყანას გაზის მიწოდება.