(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საქართველოს რადიოაქტიული წყაროების გამოვლენაში დაეხმარება. ამ მიზნით სააგენტოს წარმომადგენლები საბაჟოს გამშვებ პუნქტებზე სპეციალურ მოწყობილობებს დაამონტაჟებენ.
შეთანხმებას ამ სამუშაოების თაობაზე მხარეებმა 25-27 აგვისტოს თბილისში სააგენტოს დელეგაცის ვიზიტის დროს მიაღწიეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გადმოცემული სპეციალური მოწყობილობები სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გადაეცემა.