ეუთოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები ცსკო-ის თავჯდომარის კანდიდატურებს დაასახალებენ

(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთოს თავჯდომარის წარმომადგენელი ლივიუ ბოტა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი დღეს თბილისში ჩამოვლენ, რათა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავჯდომარის კანდიდატთა სიები წარმოადგინონ.

ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტი შევერდნაძე წარმოდგენილთაგან ერთ-ერთ კანდიდატურას დანიშნავს ცსკო-ს თავჯდომარის პოსტზე.

კომისიის თავჯდომარის კანდიდატთა წარდგენის ვადა 26 აგვისტოს 18.00 საათზე იწურება.

პრეზიდენტმა უკვე წარადგინა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რუსუდან ბერიძის კანდიდატურა.

მრეწველთა პარტიამ წარადგინა ვახტანგ ხმალაძე, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავებაში.

ასევე წარდგენილია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პრესსამსახურის უფროსის გიორგი ანდრიაძის კანდიდატურა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა წევრებიც უკვე დასახელებულია პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის მიერ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version