ხელისუფლება სვანეთში არსებული კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორებას გეგმავს

(თბილისი, 22 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სვანეთში არსებული რთული კრიმინოგენული სიტუაცია განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, რეგიონში დიდი რაოდენობით უკანონო იარაღი ინახება, ამიტომ, საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება ამ იარაღის ამოსაღებად.

ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგანი ჯარის, უშიშროების სამინისტროს და სპეცსამსახურის წარმომადგენლები.

20 აგვისტოს ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ სვანეთში კრიმინოგენული სიტუაცია საკმაოდ გართულდა და ძალოვან სტრუქტურებს რეგიონში წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version