(თბილისი, 15 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 15 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება 121 პატიმრის შეწყალების თაობაზე.
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რუსუდან ბერიძის ცნობით, შეწყალება შეეხო იმ პატიმრებს, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში.
ბერიზის ინფორმაციით, 121 პატიმრიდან მხოლოდ 18 გათავისუფლდება სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებიდან. დანარჩენს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმსუბუქდა.