(თბილისი, 8 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას განაგრძობს. 6 აგვისტოს მაილსი “ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს შეხვდა, მოგვიანებით კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს.
შეხვედრებზე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხები განიხილეს და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საარჩევნო კოდექსის შესახებ იმსჯელეს.
რიჩარდ მაილსის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს გაყალბება და საქართველოში სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.