საქართველო სსფ-ის რეკომენდაციებს შეასრულებს, – აცხადებს შევარდნაძე

(თბილისი, 28 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მოეწერა ხელი საგანგებო განკარგულებას, რომელიც ამ რეკომენდაციების სრულ განხორციელებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის ინფორმაციით, 30 ივლისს მთავრობა ბიუჯეტის კორექტირების თაობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. მთავრობის ამ სხდომაზე მოხდება სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაც, მათ შორის პურის გაძვირების საკითხისაც, რასაც, შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებებიც მოჰყვეს.

Exit mobile version