პრეზიდენტი მუნიციპალური სკოლების შექმნის წინააღმდეგია

(თბილისი, 31 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი თბილისის საკრებულოს მიერ მუნიციპალური სკოლების შექმნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ამით ადგილობრივ თვითმართველობასა და განათლების სამინისტროს შორის ფუნქციათა აღრევა მოხდება.

“ვფიქრობ ეს პროექტი ისეთ ფაქიზ სფეროში, როგორიც განათლებაა, გაართულებს ვითარებას, სკოლების განვითარებაზე ზრუნვას დრო სჭირდება, ასევე პედაგოგების და მშობლების მომზადება”, – განაცხადა დღევანდელ ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში გავრცელებულია პრაქტიკა სკოლებში მეურვეთა საბჭოების არსებობისა, თუმცა იქ ფუნქციები მკვეთრად გამიჯნულია.

პრეზიდენტმა საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ბრძანებაც შეიძლება გამოსცეს. ასევე სამინისტროს კომპეტენციად მიიჩნევს ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანას.

მუნიციპალური სკოლების შექმინის შესახებ დებულება თბილისის საკრებულომ 27 თებერვალს მიიღო, რომელიც სკოლებში მეურვეთა საბჭოს შექმნას და მათი საშუალებით დირექტორების არჩევას ითავლისწინებს.

პრეზიდენტი ასევე დაუპირისპირდა ადგილობრივ თვითმართვლეობის ორგანოებს და დანაცხადა, რომ მათი მხრიდან დამატებითი სტრუქტურების შექმნა სახელმწიფოს ერთიანი ღერძის გახლეჩა იქნება. მისი თქმით, ასეთი პროცესები გაართულებს საკრებულოების მუშაობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version