(თბილისი, 31 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ გლობარული მოძრაობის დაწყებას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ უნდა შემუშავდეს პროგრამა, რომელის მიხედვით ეტაპობრივად მოხდება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის შეწყვეტა სკოლებისა და სასწავლებელების საიხლოვეს.
“ამით მეწარმეების წინააღმდეგ არ გამოვდივარ, პირიქით, ხელს შეუწყობ ასეთი საწარმოების მოდერნზაციას, მაგრამ ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
მან ასევე მწუხარებით აღნიშნა, რომ პარლემენტმა ვერ შეძლო მიღებულ დადგენილებაში ამ პუნქტის ჩართვა, რის გამოც იგი მზად არის სპეციალური ბრძანებულებაც გამოსცეს.
პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო თათბირის მოწვევას გეგმავს, სადაც შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებთან ერთად შეიმუშავებენ გეგმას.
დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა შიდსის, მალარიისა და სხვა დაავადებების შესახებ. მისი განცხადებით, შიდსთან საბრძოლველეად შემუშავებულია ოთხწლიანი პროგრამა, მოწვეული არიან სპეციალისტები.