“ბრითიშ მედიტერანიან ეირვეისის” აღმასრულებელი დირექტორი თბილისში ჩამოდის

(თბილისი, 1 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში დღეს “ბრიტიშ მედიტერანეან ეირვეისის” აღმასრულებელი დირექტორი დეზ ჰესრინგტონი ჩამოდის, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართულ მხარესთან ავიაკომპანიასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.

ამჟამად თბილისში უკვე იმყოფება კომპანიის მარკეტინგისა და მართვის დირექტორი რიჩარდ კანი. ჯერ-ჯერობით გარკვეული არ არის თუ კონკრეტულად ვის შეხვდებიან ისინი თბილისში.

ბრინტანეთის ავიახაზებს საქართველოს პარლემენტის დადგენილების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტმა რეისების რაოდენობა შეუმცირა 15 აპრილამდე. ამ ორი კვირის მანძილზე უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზე კომპანიას გადასახადების გადახდა დაეკისრება.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საქართველო აჩერებს ბრიტანეთის ავიახაზებისა და თურქეთის ავიახაზების რეისებს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version