არძინბა შეშფოთებულია აშშ-ის შესაძლო მონაწილეობით კონფლიქტის მოგვარებაში

(თბილისი, 3 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოხუმის ხელისუფლების მეთაური ვლადისლავ არძინბა პროტესტს გამოთქვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდი მხარდაჭერისა და კონფლიქტის მოგვარებაში აშშ-ის შესაძლო ჩარევის გამო.

“ჩვენ ვთვლით, რომ მოსკოცს შეუძლია კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება. სწორედ რუსეთს მივიჩნევთ რეგიონალური სტაბილურობის შენარჩუნების მთავარ გარანტად და ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ყველა ზომას მიიღებს მოვლენების ამგვარი განვითარების ტავიდან ასაცილებლად”, – იტყობინება სააგენტო იტარ-ტასი.

20 მარტს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ “ამერიკელებმა გვთხოვეს, გარკვეული დრო მივცეთ, რის შემდეგაც აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაშიც დაგვეხმარებიან”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version