(თბილისი, 7 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – იუსტიციის სამინისტროს სასჯელის აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაატა მხეიძემ დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
განცხადების დაწერის მიზეზი ისაა, რომ მხეიძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
მისი განცხადებით, სანამ იუსტიციის მინისტრი ახალ თავმჯდომარეს დანიშნავს იგი კვლავ შეასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობებს.
პაატა მხეიძე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს თერჯოლის რაიონში იყრის.