(თბილისი, 10 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოხუმში პოლიტიკური მოძრაობა “ამცახარას” მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად “ამცახარას” პოლიტსაბჭოს წევრებმა მიიღეს მას შემდეგ, რაც ვლადისლავ არძინბამ პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია და მთელი მთავრობა გადააყენა.
“ჩვენ მივიღეთ მკაცრი რეზოლუცია, როცა ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადეთ და ამ საკითხის მოგვარებას მთავარი პირისგან ვითხოვთ”, – განაცხადეს “ამცახარას” წარმომადგენლებმა ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლიმ და მერაბ ქიშმარიამ.
ამის მიუხედავად ისინი მაინც ითხოვენ სახელისუფლებო რეფორმების გატარებას და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი დადებით შედეგს გამოიღებს.
“ამცახარას” საპროტესტო აქცია სოხუმში დღეს იყო დაგეგმილი.