(თბილისი, 10 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლიუ გუჩანს შორის 9 აპრილს გამართულ მოლარაპაკებებზე საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ იმსჯელეს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ლიუ გუჩანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთის ახალი ხელმძღვანელობა საქართველოსთან ორმხრივი კავსირების გამყარებისკენ ისწრაფვის.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.