ლოშინინმა და ანთაძემ აფხაზეთის შესახებ იმსჯელეს

(თბილისი, 9 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – 8 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე მიიღო. შეხვერდაზე აფხაზეთის შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი იტყობინება.

შეხვედრა სოჭში პუტინსა და შევარდნაძის შეხვედრაზე მიღებული ერთობლივი განცხადების რეალიზაციის საკითხები განიხილეს.

ლოშინინმა ქართული მხარის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა სამუშაო ჯგუფების რუსული ნაწილების ჩამოყალიბების თაობაზე, რომელთა შექმნაც სოჭში მიღებული განცხადებით იყო გათვალისწინებული და რომელთაც დაევალებათ კონკრეტული ამოცანების შესრულება რკინიგზის აღდგენაში, ენრგურჰესის რეაბილიტაციასა და გალში დევნილების დაბრუნებაში.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფები უკვე აპრილსივე შეუდგებიან მუშაობას, რათა უახლოეს ვადებში მოხდეს სოჭის შეთანხმებების შესრულება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version