დუშანბეში დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართება

(თბილისი, 11 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გაიმართება დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა.

შეხვედრაზე ერაყში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად შექმნილი საერთაშორისო ვითარების შესახებ იმსჯელებენ და ტერორიზმთან ბრძოლის თემასაც შეეხებიან.

საქართველოდან დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე დაესწრება.

Exit mobile version