(თბილისი, 11 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია მიესალმება, თუ პარლენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მის პარტიაში გაწევრიანდება.
“იგი მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურაა და კარგი იქნება თუ ჩვენს პარტიაში ვიხილავთ”, – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გადაცემა “ღამის კურიერის” პირდაპირ ეთერში ზურაბ ჟავნიამ.
მან იქვე დასძინა, რომ ამის შესახებ ჯერ-ჯერობით საუბარი არ ყოფილა ნინო ბურჯანაძესათან და ეს მხოლოდ მისი მოსაზრებაა.