(თბილისი, 16 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სახელმწიფო კანცელარიის შენობის ყველა მისასვლელი სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო გადაკეტილი და მკაცრად კონტროლდებოდა.
გაძლიერებული დაცვა განპირობებული იყო იმით, რომ დღეს საპროტესტო აქციას მართავდა კონსერვატული პარტია, რომლიც ინტერპოლის მიერ ძებნილ იგორ გიორგაძის თბილისში ჩამოყვანას მოითხოვს.
აქციის მონაწილეებმა აქცია რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და კანცელარიის შენობის წინ სურდათ შეკრება, მაგრამ პოლიციამ ისინი არ შეუშვა.
ამის გამო აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები რუსთაველის გამზირზე პირველი გიმნაზიის შენობის წინ დააფიქსირეს, რის შემდგომაც დაიშალნენ.
თავად პოლიცია გაძლიერებული დაცვის მიზეზებს არ ასახელებდა და დამატებითი ძალების მობილიზების შესახებ კომენტარს არ აკეთებდს.