ჩეჩენი ლტოლვილები მესამე ქვეყანაში გადასახლებას მოითხოვენ

(თბილისი, 19 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – პანკისის ხეობის სოფელ დუისში რამდენიმე ჩეჩენი ლტოლვილი სიმსილობის აქციაში მონაწილეობს. მათი მოთხოვნაა, რომ ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოდან მესამე ქვეყანაში გაიყვანონ.

სოფელ დუისის გამგებლის ჯაფარ ხანგოშვილის ინფორმაციით, აქცია 16 აპრილს დაიწყო.

ამჟამად პანკისის ხეობაში 3800-მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებიც ჩეჩნეთიდან 1999 წელს მეორე ომის დაწყებისას გამოიქცნენ.

არაოფიციალური წყაროების დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რამდენიმე ქვეყანასთან ჩეჩენი ლტოლვილებისთვის მესამე ქვეყნის მოძებნის მიზნით. თუმცა არც ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და არც საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version